თომას მიულერი ჰანს-დიტერ ფლიკის ბარსელონაში დანიშვნაზე საუბრობს
თომას მიულერი ჰანს-დიტერ ფლიკის კატალონიის ბარსელონაში მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გერმანელი სპეციალისტის ესპანურ კლუბში გადასვლით გახარებულია.
შეგახსენებთ, რომ ჰანს-დიტერ ფლიკი მიუნხენის ბაიერნს 2019-21 წლებში წვრთნიდა. ტომას ტუხელის გუნდიდან ოფიციალურად წასვლის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია ფლიკის მიუნხენში შესაძლო დაბრუნებაზეც, თუმცა როგორც საბოლოოდ გაირკვა მოლაპარაკება ვერ შედგა.
"ჰანსის გამო გახარებული ვარ, მას ძალიან კარგად ვიცნობ. როგორც მიუნხენის ბაიერნი, ასევე კატალონიის ბარსელონა ცხელი წერტილია, განსაკუთრებით მწვრთნელების თვალსაზრისით, რადგან მოლოდინი ყოველთვის ძალიან მაღალია.
იმედი მაქვს ფლიკი ბარსელონაში დიდ წარმატებას მიაღწევს", - თომას მიულერის სიტყვებს ციტირებს Bayern & Germany-ის ტვიტერის გვერდი.