ტომას ტუხელი მიუნხენის ბაიერნს დატოვებს
ტომას ტუხელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას Bayern&Germany ტვიტერის გვერდზე ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში რეკორდმაისტერის მესვეურებმა სეზონის დასრულების შემდეგ ტომას ტუხელის კლუბიდან წასვლა დააანონსეს. შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ გერმანელი სპეციალისტი შესაძლოა კიდევ ერთი სეზონი დარჩენილიყო.
"კლუბის ბაზაში ეს ჩემი ბოლო პრესს-კონფერენციაა. კლუბთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ამრიგად თებერვალში გამოცხადებული ინფორმაცია ძალაშია", - განაცხადა ბუნდესლიგის უკანასკნელი ტურის მატჩამდე ტომას ტუხელმა.
ამრიგად მიუნხენის ბაიერნი ჰოფენჰაიმთან შეხვედრის შემდეგ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩება. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია ვინ იქნება რეკორდმაისტერის მომავალი დამრიგებელი.