ალფონსო დეივისთან რეალი მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს
ალფონსო დეივისი მადრიდის რეალისთვის კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება. ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ სამეფო გრანდი რეკორდმაისტერის კანადელ ფეხბურთელთან მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით მადრიდის რეალში კილიან მბაპეს ტრანსფერის შემდეგ სამეფო კლუბის მესვეურები მიზნად კიდევ ორი ფეხბურთელის გადმობირებას აპირებენ, კონკრეტულად კი საუბარი ალფონსო დევისსა და ლენი იოროს შეეხება.
აღსანიშნავია, რომ ალფონსო დევისსა და ლენი იოროს ორივეს მოქმედი კონტრაქტები კლუბებთან 2025 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული, ამრიგად მადრიდის რეალში იმედოვნებენ, რომ ნახსენებ ფეხბურთელებს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით იაფად იყიდიან.
transfermarkt-ი 23 წლის კანადელი ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულებას 50 მილიონ ევროდ აფასებს. ამ მომენტისთვის ალფონსო დევისის მადრიდის რეალში ტრანსფერის ალბათობა კი 66% შეადგენს.