დანი ოლმო ბაიერნის სატრანსფერო სიაში მოხვდა
დანი ოლმო მიუნხენის ბაიერნის ახალი სატრანსფერო მიზანი იქნება მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით ლაიპციგის ესპანელი ნახევარმცველი რეკორდმაისტერის პოტენციურ სატრანსფერო სიაშია. აღსანიშნავია, რომ მიუნხენური გრანდის სპორტული დირექტორი იცნობს დანი ოლმოს.
ფაბრიციო რომანო წერს, რომ ბავარიელების გარდა 26 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერესს კატალონიის ბარსელონაც გამოხატავს. ამასთან ერთად, ნისლიანი ალბიონიდანაც აქტიურობენ.
აღსანიშნავია, რომ ამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დანი ოლმოს ხელშეკრულებაში ამოქმედდება გამოსყიდვის პუნქტი. გამოსასყიდი თანხა კი არც მეტი, არც ნაკლები 60 მილიონ ევროს შეადგენს.
აწ უკვე გასულ სეზონში ესპანელმა ნახევარმცველმა 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დანი ოლმოს მონაგარი 4 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.