მადრიდის რეალს იოზუა კიმიხის შეძენა სურს
იოზუა კიმიხი ახლა უკვე მადრიდის რეალის სატრანსფერო მიზანი გახდა. Inside Eintracht FFM-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სამეფო კლუბი გერმანელი ფეხბურთელის შეძენას შეეცდება.
Inside Eintracht FFM ცნობით მადრიდელებს ტონი კროოსის შემცვლელის პოვნა სურთ, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პროფესიულ კარიერას ოფიციალურად დაასრულებს. ბლანკოსი იოზუა კიმიხს სათანადო ალტერნატივად მიიჩნევს.
წყაროს ცნობით მადრიდის რეალსა და რეკორდმაისტერის 29 წლის ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უკვე გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ იოზუა კიმიხის შეძენის სურვილი და მცდელობა კატალონიის ბარსელონასაც ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ გაირკვა რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ. მიზეზად კი ხელფასი დასახელდა, რომელიც ბავარიელთა 29 წლის ფეხბურთელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
ავტორიტეტული პორტალის Transfermarkt-ის ინფორმაციით იოზუა კიმიხი მოქმედი სატრანსფერო ფასი 50 მილიონ ევროს შეადგენს.