ტომას ტუხელი: სეზონის ასე დასრულება არ გვსურდა
ტომას ტუხელი სეზონის ერთგვარ შეჯამებას აკეთებს. შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში მადრიდის რეალთან 2:1 დამარცხდა.
ორი მატჩის ჯამში 4:3 და რეკორდმაისტერი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ უტიტულოდ ბავარიელები პირვლად ასრულებენ სეზონს.
"სეზონის რვა დღით ადრე დასრულება არ გვსურდა. პირადად მე მეჩვენება, რომ უკანასკნელი 10 დღის შემდეგ თითქოს ახლა გვირაბიდან გამოვდივარ. ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი ტრიალებდა რეალთან მატჩის გარშემო.
გუშინ მეგონა, რომ ორშაბათი იყო, არა და პარასკევი ყოფილა. რეალთან ორივე შეხვედრაში მოედანზე მთელი ენერგია დავხარჯეთ, სული და გული დავტოვეთ. რამდენიმე ფეხბურთელი მოედანზე ტრავმით იყო.
ჩვენ გუშინ ვივარჯიშეთ, თუმცა უცნაურად იყო ყველაფერი. კარგად მესმის ეს სიტუაცია. არ გვსურს სიცოცხლის ხალისი დავკარგოთ. ზუსტად ეს არის სპორტი. ახლა ჩვენ წინ ბუნდესლიგის კიდევ ორი მატჩი გველოდება", - ამბობს ტომას ტუხელი.