ბაიერნი ჯონათან ტას სანაცვლოდ 40 მილიონს არ გადაიხდის
ჯონათან ტას სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ ლევერკუზენის ბაიერმა გააჟღერა თანხა, თუმცა Bild-ის ჟურნალისტის, კრისტიან ფალკის, მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბავარიელები მოთხოვნილი თანხის გადახდას არ აპირებენ.
აღსანიშნავია, რომ რეკორდმაისტერის მესვეურებმა ფეხბურთელთან ზეპირსიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. ჯონათან ტა თანახმაა მიუნხენის ბაიერნში გადმოვიდეს და კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმოს.
კრისტიან ფალკის ინფორმაციით მოლაპარაკებების პირველი რაუნდი კლუბების სპორტულ დირექტორებს შორის უკვე გაიმართა. ერთმანეთს მაქს ებერლი და სიმონ როლფი შეხვდნენ.
რეკორდმაისტერი ჯონათან ტას სანაცვლოდ 40 მილიონის გადახდას არ აპირებს. Bild-ის ჟურნალისტის მტკიცებით ბავარიელები მზად არიან 25 მილიონი ევრო გადაიხადონ და დამატებით ბონუსები შესთავაზონ ფარმაცევტებს.