ტომას ტუხელი მიუნხენის ბაიერნისგან 10 მილიონ ევროს მიიღებს
ტომას ტუხელს მიუნხენის ბაიერნი 10 მილიონ ევროს გადაუხდის. ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა Bild იტყობინება, რომ რეკორდმაისტერმა ყოფილ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ აწ უკვე გასული სეზონის დასრულების შემდეგ ტომას ტუხელმა ოფიციალურად დატოვა რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა, რაც ჯერ კიდევ ზამთარში იყო მიუნხენური კლუბის მესვეურების მიერ დაანონსებული.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პირგასამტეხლოს სახით გერმანული გრანდი ტომას ტუხელს 10 მილიონზე მეტს გადაუხდიდა.
Bild-ის ინფორმაციით გერმანელი სპეციალისტი 10 მილიონ ევრომდე მიიღებს მიუნხენური კლუბისგან, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ტომას ტუხელი რეკორდმაისტერთან აწ უკვე გაუქმებული კონტრაქტის ვადის ბოლომდე (2025 წლის 30 ივნისი) ახალ სამუშაოს იპოვის თანხის ნაწილი ანულირებული იქნება.
ტომას ტუხელის ახალი სამსახურის მოძებნის მომენტიდან, 2025 წლის 30 ივნისამდე რა დრო იქნება დარჩენილი სწორედ ამით განისაზღვრება ანულირებადი თანხა.