ტომას ტუხელის საკითხი ამ უქმეებზე გადაწყდება
ტომას ტუხელი და მიუნხენის ბაიერნი განაგრძობენ მოლაპარაკებებს თანამშრომლობის გახანგრძლივების შესახებ, თუმცა გერმანელ სპეციალისტს საკუთარი მოთხოვნები აქვს.
ცნობილი სპორტული გამოცემა Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მთავარი განსახილველი საკითხი კონტრაქტია. მიუნხენის ბაიერნის მესვეურების სურვილია, რომ ტომას ტუხელმა მოქმედი კონტრაქტი, რომელიც 2025 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი, ვადის ამოწურვამდე შეასრულოს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი ტომას ტუხელი მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებას ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ რეკორდმაისტერის მესვეურებმა ბოლო პერიოდში პირგასამტეხლოს სახით სოლიდური თანხები გადაუხადეს მწვრთნელებს, რომლებიც გაუშვეს.
მსგავსი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით მიუნხენელები თამამად არ თანხმდებიან ტომას ტუხელის მოთხოვნას, თუმცა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც რეკორდმაისტერს ყველა ვარიანტი გაუცუდდა შესაძლოა გერმანელ სპეციალისტს ხელშეკრულების გახანგრძლივებაზეც დასთანხმდნენ.
Bild-ის ცნობით ტომას ტუხელთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხი ამ უქმეებზე საბოლოოდ გადაწყდება.