თომას მიულერი ბაიერნიდან წასვლაზე საუბრობს
მიუნხენის ბაიერნსა და თომას მიულერს შორის 17 წლიანი ისტორია სრულდება. რეკორდმაისტერი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბავარიული გრანდის 25-ე ნომერს დაემშვიდობება.
5 აპრილს გერმანელმა ნახევარმცველმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს. მიუხედავად იმისა, რომ იანვარში განიხილებოდა ხელშეკრულების გახანგრძლივება, მიუნხენის ბაიერნმა თომას მიულერს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა.
"მინდა დიდი მადლობა გითხრათ მხარდაჭერისთვის, რომელსაც უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით უკანასკნელი რამდენიმე დღე ვგრძნობდი. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.
ამ მომენტში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ინტერთან ხვალინდელი დაპირისპირებაა, რომელიც საშინაო ფინალის კარს გაგვირებს. სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა. ამაზე ფიქრობს ახლა გუნდი და მეც.
კიდევ ერთი რაზეც მინდა ვისაუბრო და რაზეც უამრავი რამ დაიწერა, ჩემი და კლუბის მიერ გაკეთებული განცხადებაა. მიუნხენის ბაიერნსა და ჩემს შორის ნეგატივი არ არის. ჩვენ მომავალს ვუყურებთ.
ცხოვრებაში ხდება, როდესაც შეთანხმებას ვერ მიაღწევ, მაგრამ მაინც ერთი მიმართულებით განაგრძობ ცურვას, რათა საერთო მიზნებს მიაღწიო. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს თვალებში ჩავხედოთ და მომავალს პოზიტიურად შევხედოთ", - ამბობს თომას მიულერი.