მიუნხენის ბაიერნმა 2024/2025 წლების ფორმა წარადგინა

მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა რეკორდმაისტერის საშინაო ფორმის კომპლექტი, რომელსაც გერმანული გრანდის ფეხბურთელები 2024/2025 წლების სეზონში მოირგებენ.

გერმანული კლუბის ტექნიკურ სპონსორად კომპანია adidas-ია წარმოდგენილი.

აღნიშნული ფორმით პირველი მიუნხენის ბაიერნის ქალთა გუნდი ითამაშებს. გოგონები ახალ ფორმას 9 მაისს გერმანიის თასის ფინალში მოირგებენ. რეკორდმაისტერი ვოლფსბურგს დაუპირისპირდება. რაც შეეხება კაცთა გუნდს მიუნხენელები მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის უკანასკნელ შეხვედრაში წარსდგებიან ახალი ეკიპირებით.

მიუნხენის ბაიერნმა 2024/2025 წლების ფორმა წარადგინა


შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნი გერმანიაში ყველაზე ტიტულოვანი პროფესიული საფეხბურთო კლუბია. რეკორდმაისტერის ანგარიშზე 33 ჩემპიონისა და 20 გერმანიის თასის ჩემპიონის ტიტულია.

ბავარიელები ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებულები ექვსჯერ გახდნენ, ხოლო 2013 წლის ბოლოს მიუნხენის ბაიერნი პირველი გერმანული კლუბი გახდა, რომელმაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.