თომას მიულერს ბაიერნმა ახალი სამუშაო მოუფიქრა
თომას მიულერი კარიერის დასრულების შემდეგ შესაძლოა ბავარიულ გრანდში დარჩეს. Miasanmia მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გერმანული გრანდის მესვეურები 34-წლის ფორვარდს ხელმძღვანელ პოზიციას უმზადებენ კლუბში.
შეგახსენებთ, რომ თომას მიულერი მიუნხენის ბაიერნის ღირსებას 2008 წლიდან იცავს. 34-წლის შემტევი კარიერის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით სამეთვალყურეო ან აღმასრულებელ საბჭოში მიიღებს თანამდებობას.
Miasanmia წერს, რომ თომას მიულერი შესაძლოა ული ჰიონესის გზას გაჰყვეს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
ბუნდესლიგის გასულ სეზონში თომას მიულერმა მიუნხენის ბაიერნის მაისურით ჯამში 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 34-წლის შემტევის მონაგარი 5 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემაა.
შეგახსენებთ, რომ თომას მიულერს მოქმედი კონტრაქტი რეკორდმაისტერთან 2025 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.