ვენსან კომპანი: შედეგი ყოველთვის სამართლიანი არ არის

ვენსან კომპანიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაზე ისაუბრა. რეკორდმაისტერმა საკუთარ კედლებში ინტერს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა.

"ჩვენ რამდენიმე ისეთი მომენტი გვქონდა, როდესაც ორი ან სამი გოლის გატანა შეგვეძლო, შეიძლება მეტიც. ვიცით, რომ ინტერს საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავს თავდასხმაში, მათ ხელში მშვიდად ვერასდროს იქნები, თუმცა ჩვენ გაცილებით საშიშები ვიყავით და კარგი მომენტები გვქონდა.

მესმის, რომ ინტერთან გასვლაზე თამაში ძალიან რთული იქნება, თუმცა ტრავმების ან სხვა მიზეზის გამო თავიდანვე დამარცხებულად თავის გამოცხადება არ ღირს. მილანშიც გვექნება შანსები.

ჩვენ დავმარცხდით, ამრიგად შემიძლია მხოლოდ იმაზე ვისაუბრო რა ვიგრძენი ან რა შევამჩნიე. შეგრძნება არ მქონია, რომ გოლს ვერ გავიტანდით ან საშიშროებას არ წარმოვადგენდით. შანსები მატჩის მიწურულამდე გვქონდა, თუმცა შედეგი ყოველთვის სამართლიანი არ არის.

ეს დაპირისპირების მხოლოდ პირველი ნახევარია, პირველ ტაიმში 1:2 დაფიქსირებული შედეგის შემდეგ, არცერთი გუნდი არ შედის გასახდელში და ამბობს; მორჩა დავნებდით, წავედით სახლში. ჩვენ კვლავინდებურად გვწამს, რომ მილანში შანსები გვექნება", - ამბობს ვენსან კომპანი.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.