ტონი კროოსი: დამსახურებულად გავიმარჯვეთ

ტონი კროოსი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე საუბრობს. გერმანელი ნახევარმცველის თქმის მადრიდის რეალის გუშინ მიუნხენის ბაიერნზე კარგად თამაშობდა და ფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ბლანკოსმა საკუთარ კედლებში რეკორდმაისტერს მინიმალური სხვაობით 2:1 სძლიეს. ორი მატჩის ჯამში მადრიდის რეალმა ანგარიშით 4:3 იმარჯვა და ფინალში დორტმუნდის ბორუსიას შეხვდება.

"ფინალამდე გზა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. 1/8 ფინალურ ეტაპზე ლაიპციგს ვეთამაშეთ, შემდეგ მანჩესტერ სიტის, ახლა კი მიუნხენის ბაიერნს. ყველა ამ შეხვედრაში დაძაბული ბრძოლა იყო, თუმცა ჩვენ გამარჯვება მოვახერხეთ. ფინალში დამსახურებულად გავედით.

დღეს ჩვენ მოწინააღმდეგეზე აშკარად უკეთ ვთამაშობდით. ალიანც არენაზე თანაბარი თამაში იყო, მიუნხენის ბაიერნის მცირე უპირატესობით
", - ამბობს ტონი კროოსი.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.