ტიერი ანრი: შეხვედრა 90 წუთი გრძელდება
ტიერი ანრი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩს მიუნხენის ბაიერნსა და მადრიდის რეალს შორის ეხმაურება. ფრანგი ექს-ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ბლანკოსთან მოდუნება არ შეიძლება და 90 წუთი უნდა ითამაშო.
შეგახსენებთ, რომ 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში რეკორდმაისტერი სანტიაგო ბერნაბეუზე 2:1 დამარცხდა და ორი მატჩის ჯამში 4:3 დაფიქსირებული შედეგით ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს გამოეთიშა, ხოლო სამეფო კლუბი ფინალში გავიდა, სადაც დორტმუნდის ბორუსიას შეხვდება.
"შეხვედრა 90 წუთის განმავლობაში გრძელდება. ყველაფერი მარტივია, 90 წუთი უნდა ითამაშო. შეხვედრის პირველ წუთებში, ტაიმის მიწურულს ან მატჩის უკანასკნელ წუთებზე გოლის გატანა არ კმარა. მატჩი 90 წუთი გრძელდება და ეს მადრიდის რეალის წინააღმდეგ ყველაზე კარგად იგრძნობა.
ამ დონის შეხვედრაში ჰარი კეინის შეცვლა არ შეიძლება, რადგან თქვენ მადრიდის რეალს ეთამაშებით და არა უკაცრავად მიკი მაუსის გუნდს. ეს ბლანკოსია და მათ ამგვარი გამარჯვება შეუძლიათ. იღბალი არაფერ შუაშია, ამას ჰქვია მადრიდის რეალი და წერტილი დასმულია", - ტიერი ანრის სიტყვებს ციტირებს sportskeeda.