ანონსი: ბაიერნი - დორტმუნდი

12 აპრილს ბუნდესლიგის რიგით 29-ე ტურის მატჩი გაიმართება. მიუნხენის ბაიერნი საკუთარ კედლებში დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა შემთხვევაში აღნიშნულ დაპირისპირებას პრინციპული ხასიათი ექნებოდა, რადგან ბოლო წლებში დორტმუნდი ყოველთვის ცდილობდა რეკორდმაისტერის ტახტიდან ჩამოგდებს, თუმცა მიმდინარე სეზონში ასე არ იქნება, რადგან დორტმუნდელები სატურნირო ცხრილის მე-7 საფეხურზე იმყოფებიან.

ბუნდესლიგაში მიუნხენის ბაიერნი დომინირებს და ამას შედეგიანობაც მოწმობს. ვენსან კომპანის გუნდი საშუალოდ 2.8 გოლს იტანს ერთ შეხვედრაში. თავის მხრივ დორტმუნდის ბორუსია საუკეთესო ფორმისგან შორსაა, ნიკო კოვაჩის გუნდმა ბუნდესლიგაში გამართული ბოლო 8 შეხვედრიდან 4 წააგო.

იდეაში ბუნდესლიგაში დორტმუნდს დიდად საბრძოლველი აღარაფერი დარჩა. ამაზე უარესი სიტუაცია კი ჩემპიონთა ლიგაზე აქვს. ნიკო კოვაჩის გუნდი კატალონიის ბარსელონასთან გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 დამარცხდა.

მიუნხენის ბაიერნი კი ბუნდესლიგის ჩემპიონობისთვის იბრძვის და ჩემპიონთა ლიგაზეც არ აქვს ყველაფერი დაკარგული. ვენსან კომპანის გუნდი ექვსი ქულით უსწრებს ლევერკუზენის ბაიერს, ხოლო ინტერთან დაპირისპირებაში სხვაობა მინიმალურია და გერმანული გრანდის ბედი სწორედ მილანში გაირკვევა.

დღევანდელ შეხვედრაში რეკორდმაისტერის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა კი ასეთი უნდა იყოს.
40
ურბიგი
44
სტანისიჩი
3
კიმი
15
დაიერი
27
ლაიმერი
8
გორეცკა
6
კიმიხი
10
სანე
25
მიულერი
17
ოლისე
9
კეინი
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.