სტატისტიკა: ბაიერნი 2:2 დორტმუნდი
ბუნდესლიგის 29-ე ტურში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე დორმუნდის ბორუსიას უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ფრედ 2:2 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიშის გახსნა მაქსიმილიან ბაიერმა მოახერხა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე მატჩის 48-ე წუთზე გერმანელმა თავდამსხმელმა იულიან რიერსონის პასით რეკორდმაისტერს გოლი გაუტანა.
რეკორდმაისტერმა წონასწორობის აღდგენა გერეიროს გოლით მატჩის 65-ე წუთზე მოახერხა. მალევე 69-ე წუთზე კი სერჟ გნაბრიმ გაიყვანა ვენსან კომპანის გუნდი წინ.
მიუხედავად ბურთის ფლობისა და სათამაშო უპირატესობისა სამწუხაროდ მიუნხენის ბაიერნმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და მატჩის 75-ე წუთზე ვალდემარ ანტონიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა ტაბლოზე 2:2.
წინ კი რეკორდმაისტერს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა ელოდება.
გთავაზობთ დღევანდელი მატჩის სტატისტიკას: