ანონსი: ინტერი - ბაიერნი
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა მიუნხენის ბაიერნმა ალიანც არენაზე ანგარიშით 1:2 დათმო. 16 აპრილს რეკორდმაისტერი სტუმრად ინტერს ესტუმრება და 1/2 ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
იტალიელები ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას იდეალურ ფორმაში ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელად ინტერი თებერვლის შუა რიცხვებში იუვენტუსთან მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. მას შემდეგ მილანელებს მარცხი აღარ უგემიათ.
ჩემპიონატში გამართული უკანასკნელი 12 შეხვედრიდან მხოლოდ სამჯერ დაკარგეს ქულები.
მიუნხენის ბაიერნისგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრამდე ინტერს შესანიშნავი საკადრო სიტუაცია ჰქონდა. მნიშვნელოვანი ფეხბურთელებიდან მხოლოდ მცველები დენზელ დუმფრისი და ფედერიკო დიმარკო აკლდა სიმონე ინძაგის. აღსანიშნავია, რომ იტალიელის ფრთხილმა კონტრშეტევითმა ტაქტიკამ მიუნხენში იმუშავა, ხოლო საშინაო ტრიბუნების მხარდაჭერის ფონზე ახლა ინძაგის ისღა დარჩენია საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ინტერი საკუთარ მოედანზე საუკეთესოა. ტურნირის ძირითად ეტაპზე გამართული 8 შეხვედრიდან სიმონე ინძაგის გუნდმა მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა ლევერკუზენის ბაიერისგან. პლეი-ოფში გამართულ სამ შეხვედრაში კი გუნდმა ორჯერ მეტი გაუშვა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 7 საშინაო შეხვედრაში ინტერის კარის აღება მხოლოდ ფეინოორდმა შეძლო, ისიც პენალტი. ამის გარდა ნერაძურიმ საკუთარ კარში გოლი ბოლოს გასული წლის ოქტომბერში გაუშვა.
საკადრო პრობლემებისა და პირველ მატჩში განცდილი მარცხის გათვალისწინებით მიუნხენის ბაიერნს ინტერთან ბევრი უპირატესობა არ აქვს. ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ მაჩვენებლად შეიძლება ურთიერთშეხვედრების ისტორია დავასახელოთ - მილანში გამართული 4 ოფიციალური შეხვედრიდან რეკორდმაისტერმა ოთხივეში მოახერხა გამარჯვება.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრებიდან მხოლოდ ერთხელ გაუშვეს ბავარიელებმა გოლი.
საკადრო პრობლემების გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ მიუნხენის ბაიერნის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება: