მაქს ებერლი: შემდეგ ეტაპზე უფრო იღბლიანი გუნდი გავიდა
მაქს ებერლი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე საუბრობს. რეკორდმაისტერის სპორტულ დირექტორი დამწუხრებულია, რომ საშინაო ფინალი არ შედგება და მიაჩნია, რომ შემდეგ ეტაპზე გაცილებით უფრო იღბლიანი გუნდი გავიდა.
"როდესაც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე გადიხარ, სადაც ყველა გუნდი ერთ დონეზეა, შენ ძლიერი შემადგენლობა უნდა გყავდეს. ჩვენ ტრავმები გვქონდა. ახლა ვერ გეტყვით იქნება თუ არა რამე სერიოზული ცვლილებები. ტრავმები უნდა ავირიდოთ.
როდესაც ასე ეთიშები ტურნირს რათქმაუნდა იმედგაცრუება გეუფლება. ვფიქრობ, ორი შეხვედრის ჯამში ნამდვილად არ გამოვიყურებოდით ცუდად. შესაძლოა, შემდეგ ეტაპზე უფრო იღბლიანი გუნდი გავიდა. ჩვენ ყველაფერი ჩავდეთ თამაშში, თუმცა ორი გოლი მივიღეთ სტანდარტებიდან. მიუხედავად ამისა, თამაშში დაბრუნება მოვახერხეთ და ანგარიშის 3:2 დაფიქსირების შანსი გვქონდა, რაც არ გამოგვივიდა.
სამწუხაროდ საკუთარ ტრიბუნებში ფინალზე ოცნება დაიმსხვრა. დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ჩვენ 1/4 ფინალური ეტაპიდან მინიმალური სხვაობის წყალობით გამოვარდით, ამ აზრს უნდა შევეგუოთ და ბედი მომავალ სეზონს ვსინჯოთ. ზაფხულში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატია, ხოლო ხუთ თვეში ჩემპიონთა ლიგა. ახლა ყველა იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა შეგვიძლია ტურნირი თავაწეულებმა დავტოვოთ", - განაცხადა მაქს ებერლიმ.