ვენსან კომპანი: ჩვენ მეტი გოლი უნდა გაგვეტანა

ვენსან კომპანი მიუნხენის ბაიერნისა და ინტერის დაპირისპირებას ეხმაურება. გუშინ მილანში გამართული საპასუხო შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ორ-მატჩში საბოლოო ანგარიში 3:4 დაფიქსირდა და რეკორდმაისტერი ამრიგად ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

"ვფიქრობ ნებისმიერ შემთხვევაში კარგად ვითამაშეთ. ბევრი მოთამაშე გვაკლდა. არ შეიძლება ეს არ აღინიშნოს. მიუხედავად ამისა დღეს ბევრი რამ მართებულად ჩანდა. გულშემატკივრები დიდებულად გვქომაგობდნენ.

ვფიქრობ, ჩვენ საკმარისი მომენტები შევქმენით, რომ უფრო მეტი გაგვეტანა, ვიდრე მეტოქეს. ორი მომენტი იყო, როდესაც უკეთესად უნდა გვემოქმედა, თუმცა ინტერს დამსახურება არ უნდა დავუკარგოთ, იტალიელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ.

ჩემთვის რეზულტატის კომენტირება, რომ ეთხოვათ ეს სულ რაღაც ხუთი წამის ამბავი იქნებოდა. სამწუხარო რეალობაა, რომ საშინაო ფინალი ჩვენს გარეშე ჩაივლის. ამას ვერ შევცვლით. ამ ორ-მატჩიან დაპირისპირებაში ჩვენ საკმარისი გავაკეთეთ, რათა ორივეში მოგვეპოვებინა გამარჯვება. ჩემპიონთა ლიგაზე ხუთ თვეში დავბრუნდებით, თუმცა მანამდე ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით. იტალიელებს შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ. ჩვენ მხოლოდ შეიძლება რეზულტატზე დაგვწყდეს გული, რადგან თამაშთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ მაქვს. ჩვენ უბრალოდ მეტი უნდა გაგვეტანა", - განაცხადა ვენსან კომპანიმ.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.