1/4 ფინალური ეტაპიდან ბაიერნი მეოთხედ გამოვარდა

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა. ვენსან კომპანის გუნდმა მილანში ფრედ ანგარიშით 2:2 ითამაშა. ორი შეხვედრის ჯამში კი საბოლოო ანგარიში 3:4 დაფიქსირდა და გერმანული გრანდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს დაემშვიდობა.

აღსანიშნავია, რომ რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპიდან უკვე მეოთხეთ ვარდება. გასული წლების გათამაშებებში ბავარიელები მეოთხედ-ფინალური ეტაპიდან: 2020/2021, 2021/2022, 2022/2023 წლებში გამოვარდნენ.

გამონაკლისი მხოლოდ გასული სეზონი აღმოჩნდა. მიუნხენის ბაიერნმა 1/2 ფინალურ ეტაპამდე გასვლა შეძლო, თუმცა მადრიდის რეალის ბარიერის დაძლევა ვერ შეძლო.

მილანში ნათამაშები ფრისა და ორ-მატჩიან დუელში მარცხის შემდეგ მიუნხენის ბაიერნისთვის ეს ბოლო წლებში უკვე მეოთხე გამოვარდნაა 1/4 ფინალური ეტაპიდან.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.