სიმონე ინძაგი: ინტერმა თამაშზე უნფა იფიქროს

სიმონე ინძაგი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ მილანში რეკორდმაისტერი 16 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყებს მატჩს.

"ჩვენ არა მხოლოდ დაძაბულობას განვიცდით, არამედ სიამაყის გრძნობაც გვაქვს იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მიმდინარეობს წლევანდელი სეზონი. გვესმის, რომ ხვალინდელი მატჩი საკმაოდ რთული იქნება, თუმცა ჩვენ რეზულტატზე ფიქრს თავი უნდა დავანებოთ და შეხვედრაზე ვიფიქროთ. პირველი შეხვედრა კარგად ჩავატარეთ, თუმცა კარგად ვიცით მოწინააღმდეგის ძალა. ჩვენ კარგი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს: ტემპით, აგრესიითა და სწორი განწყობით.

გუშინ ჩვენ მოკლე და ინტენსიური ვარჯიში გვქონდა. ფედერიკო დიმარკო და კარლოს აუგუსტოც მწყობრში არიან. იმავე შემიძლია ვთქვა დავიდე ფრატეზისა და პიოტრ ზელინსკიზე. მიუხედავად ამისა, კვლავინდებურად გვაკლია დენზელ დუმფრისი და პიოტრ ჟიელინსკი, ასევე კორეა არ იქნება სიაში.

ვენსან კომპანი ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, ის ამტკიცებს, რომ როგორც მწვრთნელიც ასეთივეა.მას ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს, ჩვენ უნდა ვეცადოთ და ისევე ვითამაშოთ, როგორც პირველ მატჩში. უნდა ვცადოთ და ბურთი გავაკონტროლოთ და ეს კიდევ უფრო რთული იქნება, რადგან ბაიერნი კარგად ახდენს მოწინააღმდეგის პრესინგს.

ჩვენ არა შედეგზე არამედ თამაშზე უნდა ვიფიქროთ. ბაიერნისა და ინტერის ძველ შედეგებს არ უნდა ვუყუროთ, რომელიც აქ სან-სიროზე დაფიქსირდა. ბიჭები პოზიტიურად არიან განწყობილნი, გუნდმა იცის, რომ ჩვენ დიდებული მოწინააღმდეგის წინაშე ვთამაშობთ. ჩვენ მათ პატივს ვცემთ, თუმცა საკმარისი ყურადღებით თამაშის შემთხვევაში ჩვენ შესანიშნავი მატჩის ჩატარებას შევძლებთ
", - ამბობს სიმონე ინძაგი.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.