ფლორიან ვირცისთვის ბრძოლაში რეალი ფავორიტია

ფლორიან ვირცი სავარაუდოდ ამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელი იქნება. ცნობილი გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით 21-წლის გერმანელის შეძენის მთავარი პრეტედენტი მადრიდის რეალია.

BILD-ი წერს, რომ არჩევანის გაკეთებისას ფეხბურთელი იმას მიანიჭებს უპირატესობას, თუ სად უფრო მეტი შანსი ექნება ჩემპიონთა ლიგისა და ოქროს ბურთის მოგების.

წყაროს ინფორმაციით 21-წლის გერმანელისთვის აბსოლუტური ფავორიტი მადრიდის რეალია. ფლორიან ვირცს ძალიან მოსწონს კლუბის ისტორია და შესაძლებლობა, რომ ერთ დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ამ სიტუაციაში მთავარ ფაქტორს ჩაბი ალონსო თამაშობს, რომელიც შესაძლოა მადრიდული კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს კარლო ანჩელოტის გაშვების შემთხვევაში.

ფავორიტთა სიაში მეორე ადგილზე მანჩესტერ სიტია. ცნობილი ხდება, რომ თავად პეპ გვარდიოლა დიდი ხანია აკვირდება ფეხბურთელს და მისთვის ნათქვამიც აქვს, რომ კევინ დე ბრუინეს შემცვლელად მოიაზრებს მას. ამას გარდა, მანჩესტერელებს აქვთ რესურსი ვირცის სატრანსფერო უფლებებისთვის სავარაუდო 150 მილიონი ევრო გადაიხადონ და 21-წლის გერმანელს სათანადო ჯამაგირიც შესთავაზონ.

ფავორიტთა სიაში მიუნხენის ბაიერნი მესამე ადგილს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენელთა საპატიო პრეზიდენტი ული ჰიონესი პირადად შეხვდა ფეხბურთელის მამას, BILD-ის ინფორმაციით ფლორიან ვირცს რეკორდმაისტერის ვარიანტი ყველაზე ნაკლებად იზიდავს.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.