ბაიერნის უპირატესობა რვა ქულამდე გაიზარდა
ბუნდესლიგის 30-ე ტური მიუნხენის ბაიერნმა სტუმრად ჰაიდენჰაიმთან გამართა და ვენსან კომპანის შეგირდებმა დამაჯერებლად 0:4 იმარჯვეს. ჯერი ლევერკუზენის ბაიერზე იყო, რომელიც ბავარიული გრანდის უახლოესი მდევარია და ქულები არ უნდა დაეკარგა.
ჩაბი ალონსოს გუნდი სტუმრად სანკტ პაულის ეწვია. ფარმაცევტებს როგორც მინიმუმ რეკორდმაისტერთან ქულათა სხვაობის შენარჩუნება ჰქონდათ განზრახული, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
მატჩში ანგარიშის გახსნა პატრიკ შიკმა შეძლო. აღსანიშნავია, რომ სანკტ პაული საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და რამდენიმე ძალიან რეალური მომენტი ჰქონდა, თუმცა მომენტის გოლად გარდასახვა მხოლოდ შეხვედრის 78-ე წუთზე კარლო ბუხალფამ შეძლო და საბოლოო ანგარიში 1:1 დააფიქსირა ტაბლოზე.
ამრიგად ჩაბი ალონსოს გუნდმა მხოლოდ ქულის წამოღება შეძლო სახლში.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის დასრულებამდე სულ რაღაც ოთხი ტურია დარჩენილი. რეკორდმაისტერი ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურს 72 ქულით იკავებს, ხოლო ლევერკუზენის ბაიერი 64 ქულით მეორე ადგილზეა და ჩამორჩენაც შესაბამისად 8 ქულამდე გაიზარდა 30-ე ტურის შემდეგ.
ვენსან კომპანის მორიგი მატჩი 26 აპრილს აქვს საკუთარ მოედანზე მაინცის წინააღმდეგ, ხოლო ლევერკუზენის ბაიერი ბაიარენაზე აუგსბურგს უმასპინძლებს.