ლუსიოს არჩევანის გაკეთება უჭირს
ლუსიო, რომელიც წარსულში მიუნხენის ბაიერნისა და ინტერის ღირსებას იცავდა, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაზე საუბრობს, თუმცა ბრაზილიელ მცველს რომელიმე გუნდისთვის უპირატესობის მინიჭება უჭირს.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ალიანც არენაზე მინიმალური სხვაობით 1:2 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ვენსან კომპანის შეგირდებს არაერთი მომენტი ჰქონდათ საბოლოოდ მომენტების გოლად გარდასახვა გაუჭირდათ და საკუთარ კედლებში დამარცხდნენ.
"სიმართლე გითხრათ არჩევანის გაკეთება მიჭირს. ორივე კლუბში ვთამაშობდი და ვეხმარებოდი როგორც ინტერს, ასევე ბაიერნს ისტორიის დაწერაში. დაე შემდეგ ეტაპზე უძლიერესი გავიდეს. ორივეგან დიდებული დრო გავატარე, ამიტომ რომელიმე გუნდის არჩევა არ მინდა", - ამბობს ლუსიო.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო შეხვედრა დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება მილანში. თუ მიუნხენური გრანდი მოახერხებს და შემდეგ ეტაპზე გავა, ვენსან კომპანის მეტოქე 1/2 ფინალურ ეტაპზე კატალონიის ბარსელონა იქნება.