საშა ბოე შესაძლოა გალათასარაიში დაბრუნდეს
საშა ბოე მიუნხენის ბაიერნში არსებული სიტუაციით და სათამაშო დროის სიმწირის გამო უკმაყოფილოა. ცნობილი სპორტული ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით ფრანგი ფეხბურთელი შესაძლოა გალათასარაიში დაბრუნდეს.
უკმაყოფილების მთავარი მიზეზი, როგორც უკვე მოგახსენეთ, რეკორდმაისტერში სათამაშო დროის სიმწირეა, აღნიშნულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება თურქული კლუბი და იმ შემთხვევაში, თუ 24-წლის ბოე ზაფხულში რეკორდმაისტერის დატოვებას გადაწყვეტს გალათასარაი მზად იქნება ფრანგი ფეხბურთელი უკან დაიბრუნოს.
საშა ბოეს მოქმედი კონტრაქტი გერმანულ გრანდთან 2028 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ფრანგი ფეხბურთელი რეკორდმაისტერში 2023/24 წლების სეზონიდან ირიცხება. მიუნხენის ბაიერნმა ბოეს სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადა.
ცნობილი სპორტული პორტალის transfermarkt-ის ინფორმაციით საშა ბოეს მიმდინარე სატრანსფერო ფასი 18 მილიონ ევროს შეადგენს.