კინგსლი კომანი შესაძლოა ალ-ნასრში გადავიდეს

კინგსლი კომანმა შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის ბაიერნი დატოვოს. Sky Sport-ის ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის თქმით ფრანგ შემტევს საუდის არაბეთში სურს კარიერის გაგრძელება.

წყაროს ინფორმაციით 28-წლის შემტევი გარემარბით საუდის არაბეთის ოთხი მოწინავე გუნდია დაინტერესებული. სავარაუდოა, რომ თუ აღნიშნული ტრანსფერი განხორციელდება რეკორდმაისტერი დაახლოებით 50 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო თავად ფეხბურთელს 25 მილიონამდე შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ კინგსლი კომანის ტრანსფერით ლონდონის არსენალიცაა დაინტერესებული. იმ შემთხვევაში თუ საუდის არაბეთში გადასვლა ჩავარდება, სავარაუდოდ, ფრანგი შემტევი მეთოფეების ვარიანტსაც განიხილავს.

კინგსლი კომანს რეკორდმაისტერთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

ცნობილი სპორტული პორტალის transfermarkt-ის ინფორმაციით 28-წლის ფრანგის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს. ამავე პორტალზე დაყრდნობით შეგვიძლია გითხრათ, რომ კინგსლი კომანის ალ-ნასრში ტრანსფერს აქვს ყველაზე დიდი ალბათობა და ის 80% შეადგენს.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.