ლეროი სანეს შეძენა ალ იტიჰადს სურს
ლეროი სანე საუდის არაბეთის გუნდებისთვის გახდა საინტერესო. ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა TZ-ს ინფორმაციით 29-წლის შემტევი გარემარბით ალ იტიჰადი ინტერესდება, ამას გარდა ლონდონის არსენალსაც უკავშირებენ სანეს სახელს.
როგორც წყარო იტყობინება ლეროი სანეს საუდის არაბეთში გადასვლა ფაქტიურად გამორიცხული ამბავია, რადგან თავად ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება სურს რეკორდმაისტერთან, რომელიც ამ ზაფხულს იწურება.
გავრცელებული ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნსა და ლეროი სანეს შორის ჯერ-ჯერობით ახალი შეთანხმება არ მიღწეულა.
ცნობილია, რომ 29-წლის გერმანელ შემტევს სახლი ლონდონშიც აქვს. TZ ლონდონური კლუბის ინტერესზეც საუბრობს, თუმცა სავარაუდოდ ინგლისის დედაქალაქში სახლის ქონა არანაირ ფაქტორს არ ითამაშებს სანეს გადაწყვეტილებაში.
მიუნხენის ბაიერნმა ლეროი სანეს 2028 წლის ზაფხულის ბოლომდე შესთავაზა ახალი ხელშეკრულება, თუმცა ფაქტია ამ დრომდე შეთანხმება მიღწეული არ არის.