ლეროი სანე ბაიერნთან კონტრაქტს გაახანგძლივებს
ლერო სანე უახლოეს პერიოდში მიუნხენის ბაიერნთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა BILD ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით მხარეებმა ახალი კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმეს. ლეროი სანეს ხელშეკრულება 3 წელზე იქნება გათვლილი. სავარაუდოდ, მიღწეული შეთანხმება უახლოეს დღეებში უნდა გახდეს ოფიციალური.
გერმანელი შემტევის წლიური ხელფასი 10 მილიონი ევრო იქნება, თუმცა ლეროი სანეს შანსი ექნება დამატებით წლიური 5 მილიონი ევრო გამოიმუშავოს ბონუსების სახით.
ცნობილი სპორტული პორტალის transfermarkt-ის ინფორმაციით 29 წლის შემტევი ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 38 მილიონ ევროს შეადგენს.
ლეროი სანეს მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ივნისის ბოლოს ეწურება, ამრიგად მიუნხენური გრანდის მესვეურებისთვის აუცილებელი იყო დროული გადაწყვეტილების მიღება და ფეხბურთელთან შეთანხმების მიღწევა, რათა 29-წლის შემტევს რეკორდმაისტერი უსასყიდლოდ არ დაეტოვებინა.