დინ ჰუისენს არჩევანი ჯერ კიდევ არ გაუკეთებია

დინ ჰუისენი, რომელიც ამ მომენტისთვის ბორნმუთის ღირსებას იცავს, სავარაუდოდ, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სხვა გუნდში გადავა. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს კი არაერთი კლუბი იჩენს, მათ შორის მიუნხენის ბაიერნიც.

დინ ჰუისენს რამდენიმე ვარიანტი აქვს - ჩელსი, ლივერპული და ლონდონის არსენალი. მსურველებს შორის მიუნხენის ბაიერნიცაა, რომელიც 20 წლის ესპანელი მცველით ჯერ კიდევ იანვრის მერეა დაინტერესებული.

მსურველების ჩამონათვალში მადრიდის რეალიც ფიგურირებს, თუმცა ესპანურმა გრანდმა ჯერ-ჯერობით საბოლოოდ ვერ გადაწყვიტა სჭირდება გუნდში ახალი ცენტრალური მცველი თუ არა.

შეგახსენებთ, რომ დინ ჰუისენის მოქმედ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 58 მილიონი ევროა მითითებული.

ცნობილი სპორტული პორტალის transfermarkt-ის ინფორმაციით 20-წლის ესპანელი მცველის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 42 მილიონ ევროს შეადგენს. დინ ჰუისენს მოქმედი კონტრაქტი ბორნმუთთან 2030 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.