ლეროი სანესთან ახალი კონტრაქტის პირობები თანხმდება

ლეროი სანე მიუნხენის ბაიერნისთვის აქტუალურ საკითხად რჩება. ცნობილი სპორტული პორტალის Kicker-ის ინფორმაციით რეკორდმაისტერის მესვეურები გერმანელ შემტევთან ახალი ხელშეკრულების პირობების საბოლოო დეტალებს ათანხმებენ.

წყაროს ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნში დარჩენის სურვილის გამო, ლეროი სანემ ალ იტიჰადის საკმაოდ სარფიანი შემოთავაზება დააუარა. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა შემტევმა ლონდონის არსენალის წარმომადგენლებთანაც არ ისურვა ტრანსფერის თაობაზე საუბარი.

შეგახსენებთ, რომ 29-წლის ვინგერის მოქმედი კონტრაქტი რეკორდმაისტერთან მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იწურება. თუ ამა წლის ივნისის ბოლომდე მიუნხენის ბაიერნი და ლეროი სანე ახალ კონტრაქტს არ გააფორმებენ, გერმანელი თავისუფალი აგენტის სტატუსით უსასყიდლოდ შეძლებს გერმანული გრანდის დატოვებას.

ცნობილი სპორტული პორტალის transfermarkt-ის ინფორმაციით 29-წლის შემტევის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 38 მილიონ ევროს შეადგენს. სავარაუდოდ, ლეროი სანეს ახალი კონტრაქტი რეკორდმაისტერთან 2028 წლის ივნისის ბოლომდე იქნება გათვლილი.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.