ტრანსფერები
Jul 16, 2025 მიუნხენის ბაიერნი დაინტერესებულია Luis Díaz შეძენით, რომელიც 28 წლისაა და Liverpool FC თამაშობს, მისი ღირებულებაა €70.00m , ხოლო ტრანსფერის შანსი არის 39%. Jul 14, 2025 მიუნხენის ბაიერნი დაინტერესებულია Christopher Nkunku შეძენით, რომელიც 27 წლისაა და Chelsea FC თამაშობს, მისი ღირებულებაა €35.00m , ხოლო ტრანსფერის შანსი არის 53%. Jul 14, 2025 მიუნხენის ბაიერნი დაინტერესებულია Nick Woltemade შეძენით, რომელიც 23 წლისაა და VfB Stuttgart თამაშობს, მისი ღირებულებაა €30.00m , ხოლო ტრანსფერის შანსი არის 67%. Jul 7, 2025 მიუნხენის ბაიერნი დაინტერესებულია Rafael Leão შეძენით, რომელიც 26 წლისაა და AC Milan თამაშობს, მისი ღირებულებაა €70.00m , ხოლო ტრანსფერის შანსი არის 22%.

ბაიერნი პატრიკ შიკს ჰარი კეინის შემცვლელად მოიაზრებს

პატრიკ შიკი, რომელიც ამ მომენტისთვის ლევერკუზენის ბაიერის ღირსებას იცავს და ფარმაცევტების საუკეთესო ბომბარდირია, მიუნხენის ბაიერნის სატრანსფერო რადარზე მოხვდა. ბავარიული კლუბის მესვეურები ჩეხს ჰარი კეინის შემცვლელად მოიაზრებენ.

ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით რეკორდმაისტერში მიიჩნევენ, რომ პატრიკ შიკი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც ჰარი კეინს შეცვლის ხოლმე საჭიროების შემთხვევაში.

BILD-ზე დაყრდნობით ვგებულობთ, რომ ფეხბურთელის წარმომადგენელთან მიდის საუბარი სავარაუდო თანამშრომლობაზე.

ლევერკუზენის ბაიერი მზადაა გუნდის საუკეთესო ფორვარდი 25 მილიონ ევროდ გაყიდოს, თუმცა უცნობია ეხება თუ არა ეს მიუნხენის ბაიერნს, რომელიც ბუნდესლიგაში ფარმაცევტების პირდაპირი კონკურენტია.

გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში პატრიკ შიკმა 31 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და მხოლოდ ჰარი კეინს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 24 გოლია. ჩეხი შემტევის მიმართ დაინტერესებულია მანჩესტერ იუნაიტედიც.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.