ცნობილია ფლორიან ვირცის სავარაუდო ხელფასი ბაიერნში

ფლორიან ვირცი, რომელიც ამ მომენტისთვის ლევერკუზენის ბაიერის ღირსებას იცავს, შესაძლოა, სულ მალე მიუნხენის ბაიერნში ვიხილოთ. აღნიშნულ ინფორმაციას უკვე არაერთი სპორტული პორტალი იტყობინება და იწერება, რომ ფეხბურთელის წარმომადგენლებთან შეთანხმებაც მიღწეულია.

Sky Sport-ის ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის თქმით რეკორდმაისტერი 21 წლის შემტევის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს. რეკორდმაისტერის მესვეურები მიიჩნევენ, რომ ვირცს გერმანულ გრანდში ასპარეზობა სურს, თუმცა ხაზგასასმელია, რომ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.

ფლორიან პლეტენბერგი გვატყობინებს, რომ მიუნხენის ბაიერნისთვის ფლორიან ვირცის სახელფასო მოთხოვნები პრობლემას არ წარმოადგენს. ფარმაცევტების ვარსკვლავს ბავარიული გრანდი წლიურ 20-25 მილიონ ევროს შესთავაზებს ხელფასის სახით.

21-წლის გერმანელი ტალანტის რეკორდმაისტერში ტრანსფერი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შედგეს. თუ ეს უკანასკნელი ფარმაცევტებთან ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს ლევერკუზენში მზად არიან ფლორიან ვირცს 120-130 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ ბონუსების გარეშე,

ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით ვირცისთვის ბრძოლაში მთავარი ფიგურანტები მიუნხენის ბაიერნი და მადრიდის რეალია.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.