ლეროი სანემ ბოლო მომენტში შეცვალა გადაწყვეტილება

ლეროი სანემ როგორც ჩანს მიუნხენის ბაიერნთან ხელშეკრულების გახანგრძლივება გადაიფიქრა. Sport1-ის ინფორმაციის გერმანელმა შემტევმა რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობა გააკვირვა და ბოლო მომენტში აგენტი შეიცვალა.

წყარო წერს, რომ ამ მომენტამდე მიუნხენის ბაიერნის სპორტული დირექტორი მაქს ებერლი დარწმუნებული იყო ლეროი სანესთან შეთანხმებაში. Sport1-ი წერს, რომ ფაქტიურად ხელმოწერა იყო დარჩენილი.

მიუხედავად ლეროი სანეს გადაწყვეტილებისა რეკორდმაისტერის მესვეურები ლეროი სანეს შეთანხმების გაუმჯობესებას არ აპირებენ. ბავარიელები მიიჩნევენ, რომ მათ სანეს შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთეს.

აღსანიშნავია, რომ ლეროი სანეს მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გასდის და შემტევის გუნდიდან წასვლა უკვე არარეალურად აღარ ჩანს. Sport1-ის ინფორმაციით ლეროი სანე ინგლისში დაბრუნებაზე ფიქრობს.

კიდევ ერთი ცნობილი სპორტული გამოცემა Bild იტყობინება, რომ აგენტის შეცვლის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი ლეროი სანეს მეგობარმა გოგონამაც ითამაშა. წყაროს ინფორმაციით კენდის ბრუკი ინგლისის დიდი ფანია და ლონდონშ ლეროისთან და ბავშვებთან ერთად ცხოვრებაზე ოცნებობს.

შეგახსენებთ, რომ ლეროი სანეთი ლონდონის არსენალი და ლონდონის ჩელსია დაინტერესებული.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.