ანონსი: ბაიერნი - გლადბახი
დღეს თბილისის დროით 20:30 საათზე მიუნხენის ბაიერნი საკუთარ კედლებში მიონხენგლადბახის ბორუსიას უმასპინძლებს. ვენსან კომპანის გუნდი ოფიციალურად გერმანიის ჩემპიონია და ამ სეზონში ბოლო საშინაო შეხვედრაში უნდა აღნიშნოს რეკორდმაისტერმა ჩემპიონობა.
რეკორდმაისტერმა არა მოედანზე, არამედ მატჩის შემდეგ შეიტყო ოფიციალურად მოპოვებული ტიტულის შესახებ. ლევერკუზენის ბაიერმა ფრაიბურგთან ქულები დაკარგა და ეს გახდა სწორედ ბავარიელთა ნაადრევი გაჩემპიონების მიზეზი.
მოედანს დაუბრუნდება ჰარი კეინი, რომლის კარიერაშიც წელს მოპოვებული ტიტული პირველია. უკანასკნელ საშინაო მატჩს გამართავს თომას მიულერი, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ რეკორდმაისტერს ოფიციალურად ტოვებს.
ამრიგად ყველა წინაპირობაა იმისთვის შექმნილი, რომ დღევანდელი დაპირისპირება მიონხენგლადბახის ბორუსიასთან, რეკორდმაისტერისთვის ნადვილ ზეიმად გადაიქცეს.
დღევანდელ შეხვედრაში კი რეკორდმაისტერის სავარაუდო სასტარტო თერთმეტეული ასე უნდა გამოიყურებოდეს: