ანონსი: ბაიერნი - მაინცი
ბუნდესლიგის 31-ე ტურში მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე მაინცს უმასპინძლებს. ვენსან კომპანის შეგირდები ამ მომენტისთვის გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 72 ქულით ლიდერობენ და უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებენ.
აღსანიშნავია, რომ თუ მიუნხენის ბაიერნი დღევანდელ შეხვედრაში გაიმარჯვებს, ხოლო ლევერკუზენის ბაიერი ქულებს დაკარგავს, ბავარიელები ჩემპიონები დღესვე გახდებიან.
მაინცი ამ მომენტისთვის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზე იმყოფება 47 ქულით. პირველ წრეში მათ რეკორდმაისტერის დამარცხება მინიმალური სხვაობით 2:1 მოახერხეს, თუმცა პირველი წრის შედეგის გამეორება ახლა საკმაოდ რთული იქნება მაინცისთვის.
დღევანდელ მატჩში მიუნხენის ბაიერნის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა შემდეგნაირი იქნება: