დაიო უპამეკანო მომავალზე საუბრობს
დაიო უპამეკანოსთან მიუნხენის ბაიერნმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ახალი ხელშეკრულების გაფორმება. სწორედ ახალ კონტრაქტსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა, რომელიც დიდი ხანია უკვე ტრავმირებულია და გუნდს ვერ ეხმარენა.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულება რეკორდმაისტერთან 2026 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt-ი დაიო უპამეკანოს სატრანსფერო ღირებულებას 50 მილიონ ევროდ აფასებს.
ცნობილია, რომ მიუნხენური კლუბის მესვეურები ფეხბურთელთან დიდი ხანია ცდილობენ მოლაპარაკებას და ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, თუმცა ჯერ-ჯერობით რაიმე კონკრეტული შედეგი ამ დრომდე არ არის მიღწეული.
"ჩემს მომავალზე? ახლა ამაზე არ ვფიქრობ, მინდა გუნდთან ერთად ბუნდესლიგის ტიტულის მოგება ვიზეიმო. ვნახოთ რა იქნება მომავალში. მაქს ებერლი ჩემს აგენტს ეკონტაქტება, ყველაფერი წესრიგშია", - დაიო უპამეკანოს სიტყვებს ციტირებს Bayern & Germany.