კიმ მინ-ჯაე: ბაიერნიდან წასვლის მიზეზს ვერ ვხედავ

კიმ მინ-ჯაე, რომლის შესახებაც ბოლო რამდენიმე დღეა არაერთი სპორტული პორტალი, თუ გამოცემა იტყობინება, რომ მიუნხენის ბაიერნს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დატოვებს, გავრცელებულ ხმებზე კომენტარს აკეთებს.

"მიუნხენის ბაიერნიდან წასვლის ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ. იმედი მაქვს გერმანულ გრანდში დავრჩები, თუმცა ვნახოთ რა მოხდება. მე უბრალოდ მინდა ახალ სეზონს კარგ ფორმაში შევხვდე", - განაცხადა 28 წლის სამხრეთ კორეელმა ცენტრალურმა მცველმა. 

ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt-ი კიმ მინ-ჯაეს მიმდინარე სატრანსფერო ღირებულებას 45 მილიონ ევროდ აფასებს. ამ უკანასკნელს რეკორდმაისტერთან მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

transfermarkt-ის ინფორმაციით კიმ მინ-ჯაეს მიმართ ინტერესს ამ მომენტისთვის ნიუკასლი და ლონდონის ჩელსი იჩენენ. საუბარია ტურინის იუვენტუსზეც, თუმცა ჯერ-ჯერობით რაიმე კონკრეტულის თქმა არ შეგვიძლია.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.