ალფონსო დევისის კომენტარი რეალში სავარაუდო ტრანსფერზე
ალფონსო დევისი კვლავინდებურად ყურადღების ცენტრშია. კანადელ ფეხბურთელთან არაერთი შეთავაზების მიუხედავად შეთანხმება ამ დრომდე ვერ იქნა მიღწეული.
23 წლის მცველი რეკორდმაისტერის ღირსებას 2019 წლიდან იცავს. ალფონსო დევისის მოქმედი კონტრაქტი მიუნხენის ბაიერნთან კი 2025 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი.
ფონზით მადრიდის რეალი უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია, თუმცა ესპანური გრანდის წარმომადგენლები ტრანსფერში კოლოსალური თანხის გადახდას არ აპირებენ. ყველაფერი მარტივია, თუ ამ ზაფხულში არ შედგება ტრანსფერი, მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ ალფონსო დევისი უსასყიდლოდ შეუერთდება სამეფო კლუბს.
"მადრიდის რეალში ტრანსფერი? ვნახოთ რა მოხდება ამერიკის თასის დასრულების შემდეგ", - ამბობს ალფონსო დევისი.
ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt 23 წლის კანადელის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულებას 50 მილიონ ევროდ აფასებს. თავის მხრივ კი მადრიდელები 30 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებენ.