ხულიან ალვარესი ბაიერნის სატრანსფერო რადარზეა
ხულიან ალვარესი, რომელიც ამ მომენტისთვის მადრიდის ატლეტიკის ღირსებას იცავს რამდენიმე ევროპული ტოპ-კლუბის სამიზნეა. El Chiringuito-ს ეთერში ჟურნალისტმა მატიას პალასიოსმა განაცხადა, რომ 25 წლის ფორვარდით ბაიერნი, ლივერპული და არსენალი ინტერესდება.
ჟურნალისტის ინფორმაციით ფეხბურთელთან დაკავშირებით კონტაქტების დამყარება და ინფორმაციის გაცვლა უკვე შემდეგი კვირიდან დაიწყება აქტიურად.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის არგენტინელი შემტევი ესპანურ კლუბში 2024 წლის ზაფხულში მანცესტერ სიტიდან გადავიდა. მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ხულიან ალვარესის მონაგარი 17 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.
ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt-ი 25 წლის ფორვარდის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულებას 90 მილიონ ევროდ აფასებს. ხულიან ალვარესს მოქმედი კონტრაქტი ატლეტიკოსთან 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.