ლოთარ მათეუსი: ჰარი კეინი საუკეთესოა
ლოთარ მათეუსი, რომელიც წარსულში მიუნხენის ბაიერნის ღირსებას იცავდა, Sky Sport-თან ინტერვიუში რეკორდმაისტერის თავდამსხმელზე ჰარი კეინზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინგლისელი ფორვარდი ამ მომენტისთვის მსოფლიოში საუკეთესოა.
"ამ მომენტისთვის მსოფლიოში ჰარი კეინზე უკეთეს თავდამსხმელს ვერ ვხედავ. არა მხოლოდ ინგლისელის მიერ გატანილი გოლების გამო, არამედ მის მიერ დაკავებული უნივერსალური პოზიციის გამო. ჰარიმ დაგვანახა მისი დრიბლიორის, მეპასის და ჩამშლელის თვისებები.
ინგლისელი ერთდროულად ფორვარდიცაა, გამთამაშებელიც და ჩამშლელიც. არასდროს მინახავს, რომ ერლინგ ჰოლანდი ან კილიან მბაპე საკუთარ საჯარიმოში ვინმეს ბურთს ისე ართმევდნენ, როგორც ეს ჰარი კეინმა დორტმუნდთან მატჩის 88-ე წუთზე გააკეთა.
ასევე, არასდროს მინახავს, რომ ჰარი კეინის მსგავსად რომელიმე მათგანს 50 მეტრიანი გადაცემები შეესრულებინათ", - ლოთარ მათეუსის სიტყვებს ციტირებს Sky Sport.