ლოთარ მათეუსი: იმედი მაქვს ოთხშაბათს ბაიერნი გაიმარჯვებს

ლოთარ მათეუსს სჯერა, რომ მიუნხენის ბაიერნი ინტერის ბარიერის გადალახვას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა გუნდებს შორის ალიანც არენაზე გაიმართა. ვენსან კომპანის შეგირდები მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდნენ.

"მჯერა, რომ მიუნხენის ბაიერნი შემდეგ ეტაპზე გავა. სან-სიროს განსაკუთრებული ძალა აქვს, თუმცა მიუნხენის ბაიერნისთვის მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრების წინაშე თამაში ყოველთვის დამატებითი მოტივაცია იყო.

გასულ კვირას მიუნხენში დაგვანახეს, რომ საუკეთესო გუნდია. ბაიერნის ნაკლი, ისევე როგორც დორტმუნდთან, მომენტების რეალიზების ნაკლებობა გახდა. თუ რეკორდმაისტერი ამ კომპონენტს მოაგვარებს, ნებისმიერ მომენტში შეიძლება სიტუაცია შემოაბრუნოს.

პირველ შეხვედრაში რამდენიმე წვრილმანი დეტალი გვაკლდა. ჰარი კეინმა ძელს მოარტყა, მას საქმე არც თუ ისე კარგად მისდის, მაგრამ ამას კრიზისს ვერ დავარქმევდი. კეინმა იცის სად არის კარი და ის კვლავ გაიტანს.

იმედი მაქვს ოთხშაბათს ბაიერნი გაიმარჯვებს. ჩემი პროგნოზია ბაიერნის 3:1 გამარჯვება დამატებით ტაიმებში
", - ამბობს რეკორდმაისტერის ყოფილი ნახევარმცველი.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.