ჯივაირო რიდი მიუნხენის ბაიერნის სატრანსფერო რადარზეა
ჯივაირო რიდი მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთი სატრანსფერო მიზანია. ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, რომ რეკორდმაისტერმა უკვე დაიწყო 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები.
წყაროს ინფორმაციით განაპირა მცველის პოზიციაზე ნიდერლანდელი მცველი მთავარ ფავორიტად სახელდება. 19-წლის რიდისთვის ბრძოლაში რეკორდმაისტერის გარდა რამდენიმე ინგლისური კლუბი იქნება ჩართული.
ჯივაირო რიდს მოქმედი კონტრაქტი ფეინორდთან 2029 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ცნობილი სპორტული პორტალი transfermarkt-ი 19-წლის მცველის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულებას 20 მილიონ ევროდ აფასებს.
2025-26 წლების სეზონში 9 ოფიციალურ შეხვედრაში ჯივაირო რიდი ორი შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.