ვენსან კომპანი: პარი სენ-ჟერმენის თამაში შთამბეჭდავია

ვენსან კომპანი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართ დღევანდელ შეხვედრას გამოეხმაურა. ბელგიელი სპეციალისტი მოხიბლულია ფრანგების გუნდური სულისკვეთებითა და ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალური შესაძლებლობებით.

"პარი სენ-ჟერმენის გუნდური სულისკვეთება შთამბეჭდავია, როგორ უმალ იბრუნებენ ბურთს და რამდენი ინდივიდუალისტია გუნდში. როდესაც ფრანგულ კლუბზე საუბრობ ძნელია ფოკუსირება მხოლოდ ერთ რომელიმე ფეხბურთელზე მოახდინო.

პარი სენ-ჟერმენში ყოველთვის მსოფლიო დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ. ჩვენც შესანიშნავი თვისებები გვაქვს, ამიტომ დღევანდელი შეხვედრა სანახაობრივი იქნება.

ინდივიდუალური თვისებები აუცილებელია შეხვედრის მოსაგებად, ეს არ შეიძლება უგულველვყოთ. ფრანგებს შეუძლიათ თამაშის თითოეულ ეტაპზე გუნდურად იმუშავონ და ეს მათ აძლიერებთ.

საკუთარი შესაძლებლობების უნდა ვირწმუნოთ და იდეალური შეხვედრა ჩავატაროთ. ჩვენ ტურნირის მოქმედ ჩემპიონებსა და მთავარ ფავორიტებს ვეთამაშებით", - ამბობს ვენსან კომპანი.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.