ანონსი: ბაიერნი - ბრიუგე
მიმდინარე სეზონის შემოდგომის მონაკვეთის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად საფეხბურთო ექსპერტები მიუნხენის ბაიერნს ასახელებენ. გამართული ოფიციალური შეხვედრებიდან რეკორდმაისტერმა ზედიზედ 11 შეხვედრაში მოიპოვა გამარჯვება.
აღსანიშნავია, რომ ჩატარებული შეხვედრებიდან მხოლოდ ორჯერ გაუტანა რეკორდმაისტერმა მეტოქეს 3-ზე ნაკლები გოლი.
დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტი აშკარაა. ბუკმეიკერები ბრიუგეს გამარჯვების შანსებს ერთი 12-ზე აფასებენ. საინტერესოა გააგრძელებს თუ არა რეკორდმაისტერი ტენდენციას და ჰარი კეინის ბრწყინვალე ფორმის გათვალისწინებით შეძლებს თუ არა ბრიუგეს მინიმუმ ორი გოლი გაუტანოს.
ინგლისელი ფორვარდის ანგარიშზე ოთხი გოლია, ერთით ნაკლები, ვიდრე კილიან მბაპეს აქვს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ფრანგმა 3 გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.
მიუნხენის ბაიერნი ამ მომენტისთვის ევროპის ტოპ-ჩემპიონატებიდან ერთ-ერთი ყველაზე პრესინგზე მოთამაშე გუნდია. მიუხედავად ამისა, რეკორდმაისტერს დაცვის ხაზში პერიოდულად პრობლემები ექმნება.
მიუნხენის ბაიერნი და ბრიუგე უკანასკნელად 2005-06 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს. რეკორდმაისტერმა საკუტარ კედლებში მინიმალური სხვაობით მოახერხა გამარჯვება, ხოლო ბელგიაში გუნდებმა გოლები გაცვალეს და ფრეს დასჯერდნენ.
აშკარაა, რომ ვენსან კომპანის შეგირდები გამარჯვებების სერიის 12-მდე გაზრდას შეეცდებიან. დღევანდელ შეხვედრაში კი რეკორდმაისტერი სავარაუდოდ ამ შემადგენლობით გამოვა მოედანზე: