ანონსი: ჰოფენჰაიმი - ბაიერნი

ბუნდესლიგის ბოლო ტურში ჰოფენჰაიმი მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს საკუთარ მოედანზე. მასპინძლები ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილის 15-ე პოზიციაზე იმყოფებიან და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულა აშორებთ, ამიტომ სიმშვიდის საბაბი ნაკლებია.

მიუნხენის ბაიერნმა კი ნაადრევად გაიფორმა ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტული და მისი აღნიშვნაც მოასწრო ალიანც არენაზე.

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლების მთავარი მიზანია დიდი ანგარიშით არ დამარცხდნენ. თუ ჰოფენჰაიმი დღეს დამარცხდება, უახლოეს მდევარს ჰაიდენჰაიმს ბურთების სხვაობაში მოუწევს კონკურენცია, რათა გასავარდნ ზონას თავი დააღწიოს.

ბურთების სხვაობა ჰოფენჰაიმს აშკარად უკეთესი აქვს, დღევანდელი მატჩის მასპინძლებს 6 ბურთიანი ჰანდიკაპი აქვთ. მასპინძლებს დღეს ალბათ გულშემატკივრების იმედი ექნებათ, რადგან ჰოფენჰაიმის საშინაო ფორმა დიდად იმედის მომცემი არ არის.

კრისტიან ილცერის შეგირდებმა უკანასკნელ 12 საშინაო შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს. ამრიგად ბუნდესლიგის ბოლო ტური საინტერესო უნდა გამოდგეს.

მიუნხენის ბაიერნის სავარაუდო სასტარტო თერთმეტეული კი ასე უნდა გამოიყურებოდეს:

1
ნოიერი
22
გერეირუ
15
დაიერი
44
სტანისიჩი
27
ლაიმერი
45
პავლოვიჩი
6
კიმიხი
10
სანე
25
მიულერი
17
ოლისე
9
კეინი
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.