Opta ჩემპიონთა ლიგის ფავორიტს ასახელებს

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-4 ტურის დასრულების შემდეგ ცნობილმა სპორტულმა ანალიტიკურმა პორტალმა Opta-მ წლევანდელის გათამაშაების ფავორიტები დაასახელა.

Opta-ს ვერსიით ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფავორიტი ლონდონის არსენალია. სუპერ კომპიუტერი მეთოფეების გამარჯვების შანსს 23,5% პროცენტით აფასებს. მეორე ადგილზე მიუნხენის ბაიერნია 14,3%, ხოლო მესამე პოზიციას მანჩესტერ სიტი 12,9% იკავებს.

ფავორიტების ტოპ ხუთეულის ბოლო ორი გუნდი ლივერპული 11,7% და პარი სენ-ჟერმენია 10,2% პროცენტით.

საერთო ეტაპის მე-4 ტურის შემდეგ Opta ტოპ-10 ასე გამოიყურება:

  1. ლონდონის არსენალი - 23,5%
  2. მიუნხენის ბაიერნი - 14,3%
  3. მანჩესტერ სიტი - 12,9%
  4. ლივერპული - 11,7%
  5. პარი სენ-ჟერმენი 10,2%
  6. მადრიდის რეალი - 4,7%
  7. კატალონიის ბარსელონა - 4,2%
  8. ინტერი - 4,1%
  9. ლონდონის ჩელსი - 3,8%
  10. ნიუკასლი - 3,4%

ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურს რეკორდმაისტერი 27 ნოემბერს სწორედ ლონდონის არსენალის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.