ჰანს-დიტერ ფლიკი კატალონიის ბარსელონაში?

ჰანს-დიტერ ფლიკი, რომელთანაც მიუნხენის ბაიერნის მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა შესაძლოა კატალონიის ბარსელონას მთავარი მწვრთნელი გახდეს.

Sky Sport-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუხედავად მხარეების შორის თანამშრომლობის გახანგრძლივების შესახებ მიღწეული გადაწყვეტილებისა, კატალონიური კლუბი ჩავი ერნანდესის გაშვებას აპირებს და მის ადგილზე ჰანს-დიტერ პლიკის დანიშვნას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონი კატალონიის ბარსელონამ სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე დაასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე ესპანელები 1/4 ფინალურ ეტაპზე პარი სენ-ჟერმენთან დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჰანსი ფლიკი ბოლოს გერმანიის ნაკრებს წვრთნიდა. მანამდე გერმანელი სპეციალისტი სწორედ მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ 59-წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით რეკორდმაისტერმა კორონა ვირუსის პანდემიის დროს 2019/20 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.