ბაიერნის წლიური შემოსავალი რეკორდული 978,3 მილიონია

მიუნხენის ბაიერნმა 2024/25 ფინანსური წელი 978.3 მილიონი ევროს კონსოლიდირებული შემოსავლით დაასრულა, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კლუბის შემოსავალი გასულ წელთან შედარებით 2.8% პროცენტით მეტია და მიუნხენური გრანდის სარეკორდო მაჩვენებელია. საანგარიშო პერიოდში რეკორდმაისტერის საოპერაციო მოგება 11.3% პროცენტით გაიზარდა და 187.8 მილიონს მიაღწია.

გადასახადების გარეშე მიუნხენური გრანდის მოგებამ 42,5 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო სუფთა მოგება ბავარიელთათვის 27,1 მილიონი ევროა.

ცნობილი სპორტული პორტალის transfermarkt-ის ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნი ყველაზე ძვირადღირებული კლუბების რეიტინგში მე-8 პოზიციაზე იმყოფება 951,65 მილიონი ევროთი.

forbes-ის რეიტინგში კი ყველაზე ძვირადღირებულ კლუბების რეიტინგში რეკორდმაისტერი მე-6 პოზიციას იკავებს. 

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები კომენტარის დაწერის უფლება არ აქვთ.