არიენ რობენი: მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია
არიენ რობენი მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში მიუნხენის ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ძალუძს. ჰოლანდიელი ყოფილი შემტევი გარემარბი ამბობს, რომ რეკორდმაისტერი წელს ფაქტიურად დაუმარცხებელია და ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია.
"მიუნხენურ კლუბში საქმეები კარგად მიდის, მომწონს როგორ დალაგებულად თამაშობენ, გუნდი შეთანხმებულად მუშაობს და დაცვაშიც გუნდურად მოქმედებენ.
თუ რეკორდმაისტერი ასე გააგრძელებს ასპარეზობას მაიკლ ოლისესა და ლუის დიასს შეიძლება გადამწყვეტი როლი ჰქონდეთ. ორივე ბრწყინვალე ფორმაშია, ერთი-ერთზე თამაშისას ძალიან სწრაფები არიან.
როდესაც ბაიერნი კარგ ფორმაშია ჩვენ ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია. რეკორდმაისტერი წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ფინალამდე ჯერ რათქმაუნდა შორია, თუმცა ბაიერნი ფაქტიურად დაუმარცხებელია.
ბაიერნის გარდა ევროპაში კიდევ რამდენიმე კარგი გუნდია. პარი სენ-ჟერმენი ანგარიშგასაწევი ძალაა, ვფიქრობ კიდევ ერთი კლუბი შეიძლება ბევრისთვის სიურპრიზი გახდეს.
ყოველთვის სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო და თამაშზე მოახდინო კონცენტრაცია. ვენსან კომპანი ამას თავს ძალიან, ძალიან კარგად ართმევს", - ამბობს არიენ რობენი.